ფაბრიციო რომანოს ცნობით, გალათასარაის წარმომადგენლები ინგლისში იმყოფებიან, რომ მანუელ აკანჯის ტრანსფერი ბოლომდე მიიყვანონ.
როგორც მანჩესტერ სიტისთან, ისე მოთამაშესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა შეთანხმება ჯერ არ შემდგარა.
სიტი მზად არის აკანჯი გაყიდოს, რადგან პეპ გვარდიოლას სურს, რომ შემადგენლობაში მოთამაშეების რაოდენობა შეამციროს.
30 წლის ცენტრალურ მცველს ქალაქელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
გალათასარაი მანჩესტერ სიტიდან ედერსონის დამატებითაც არის დაინტერესებული.