ფაბრიციო რომანოს ცნობით, ვილიარეალმა ჩელსისთან რენატო ვეიგას ტრანსფერი შეათანხმა.
მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ჩელსი 29.5 მილიონი ევროს ოდენობის თანხას და მომდევნო ტრანსფერიდან მნიშვნელოვან პროცენტს მიიღებს.
რენატო ვეიგას ტრანსფერი ვილიარეალის ისტორიაში რეკორდულია.
პორტუგალიელი ჩელსის 2024 წელს შვეიცარიული ბაზელიდან შეუერთდა, გასული სეზონის მეორე ნახევარი კი იჯარის წესით იუვენტუსში გაატარა.
ვეიგას პორტუგალიის ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული და ცოტა ხნის წინ ეროვნულ გუნდთან ერთად უეფას ერთა ლიგაც მოიგო.