The Athletic-ის ჟურნალისტის, დევიდ ორნშტეინის ცნობით, არსენალი ებერეჩი ეზეს ტრანსფერთან დაკავშირებით კრისტალ პალასს დაუკავშირდა.
არსენალის მოულოდნელი დაინტერესება კაი ჰავერცის მუხლის ტრავმას მოჰყვა და ისინი მოთამაშესაც და პალასსაც უფრო მეტს სთავაზობენ, ვიდრე ტოტენჰემი.
არსენალში სჯერათ, რომ ებერეზი ეზე მათთან გადასვლას ამჯობინებს და არა ტოტენჰემში.
მეთოფეებმა პალასს 60 მილიონი ფუნტის ოდენობის პაკეტი შესთავაზეს, რომელიც მარტივ ბონუსებს შეიცავს.
ებერეჩი ეზემ კრისტალ პალასთან ერთად ჯერ FA თასი შემდეგ კი ქომუნითი შილდი მოიგო.