ფაბრიციო რომანოს ცნობით, ვილიარეალმა რენატო ვეიგასთან პირადი დეტალები შეათანხმა.
ახლა კი მოლაპარაკებები ჩელსისთან მიმდინარეობს. ამჟამინდელი შეთავაზება 24 მილიონი ევრო და პლუს ბონუსებია. ლონდონელებს კი ესპანური კლუბისგან 30 მილიონი ევროს მიღება სურთ.
პორტუგალიელი ჩელსის 2024 წელს შვეიცარიული ბაზელიდან შეუერთდა, გასული სეზონის მეორე ნახევარი კი იჯარის წესით იუვენტუსში გაატარა.
ვეიგას პორტუგალიის ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული და ცოტა ხნის წინ ეროვნულ გუნდთან ერთად უეფას ერთა ლიგაც მოიგო.