რომას ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, კლუბმა ასტონ ვილადან ლეონ ბაილი დაიმატა.
ბაილი დედაქალაქელების რიგებში ერთწლიანი იჯარის წესით ითამაშებს, სეზონის ბოლოს კი რომას მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
ბაილი ჯალოროსის ისტორიაში პირველი იამაიკელი ფეხბურთელი გახდა. მას გენკში, ლევერკუზენსა და ასტონ ვილაში უთამაშია.
ლეონი რომაში 31-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
იტალიელებმა ასტონ ვილას იჯარაში 2 მილიონი ევრო გადაუხადეს, ფეხბურთელის გამოსყიდვა კი 22 მილიონ ევროდ შეეძლებათ.
