ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა დეკუმ უარყო ინფორმაცია, რომ კლუბი ნიკო უილიამსის შეძენას ცდილობდა.
ბოლო ორი წელია ბილბაოს შემტევის ბარსელონაში შესაძლო გადასვლაზე საკმაოდ ბევრი იწერება. გასულ ზაფხულსაც ასე იყო, სანამ ივლისში ფეხბურთელმა მშობლიურ კლუბთან ახალი, 10-წლიანი კონტრაქტი არ გააფორმა.
„ნიკოს შეძენა არასდროს არ გვიცდია. მისი აგენტი თვითონ გვიკავშირდებოდა, ჩვენ ერთი ნაბიჯიც არ გადაგვიდგამს. ატლეტიკმა პასუხი მის აგენტს უნდა მოსთხოვოს.
გასულ ზაფხულს მისი პოზიციის ფეხბურთელი არც კი გვიძებნია." - აღნიშნა დეკუმ Mundo Deportivo-სთან საუბარში.