ევროლიგის მე-2 ტურში ბარსელონა ათენში პანათინაიკოსს ესტუმრა.
შეხვედრის პირველი მეოთხედი ბარსელონას 9-ქულიანი უპირატესობით (17-26) დასრულდა, შესვენებაზე კი გუნდები 6-ქულიანი სხვაობით (45-51) გავიდნენ.
მესამე მეოთხედის ბოლოს კატალონიელებმა 6-ქულიანი უპირატესობა (69-75) შეინარჩუნეს, საბოლოოდ კი ბლაუგრანამ ათენში 96-103 იმარჯვა.
მატჩში ყველაზე მეტი ქულა პანათინაიკოსის ესპანელმა ლეგიონერმა, ხუანჩო ერნანგომესმა დააგროვა (27 ქულა, 8 მოხსნა). ბარსელონას კი ამერიკელმა უილ ქლაიბერნმა ულიდერა, რომელმაც 23 ქულა მიითვალა.
გამორჩეული თამაში ჰქონდა თორნიკე შენგელიასაც, რომელმაც 25 წუთში 17 ქულა და 5 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.
ქართველმა თამაშიდან 8-დან 6 ბურთი ჩააგდო, მისი 4 ორქულიანიდან ოთხივე ზუსტი იყო, 4-დან კი 2 სამქულიანი იყო წარმატებული. თორნიკემ სამიდან სამივე საჯარიმო ზუსტად ისროლა.
ბარსელონამ პირველ ტურში ჰაპოელ თელ ავივთან მარცხის შემდეგ, ევროლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. შემდეგ შეხვედრას კატალონიელები ვალენსიასთან გამართავენ.