ბარსელონას ევროპული კლუბების ასოციაციასთან ურთიერთობის დალაგება სურს.
Diario Sport-ის ინფორმაციით, ბლაუგრანას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ნასერ ალ-ხელაიფისთან პროდუქტიული შეხვედრა გამართა, რომელიც პსჟ-ს პრეზიდენტობის გარდა, ევროპული კლუბების ასოციაციის მეთაურიც არის.
მხარეებს შორის ურთიერთობის აღდგენაზე მიმდინაროებს მოლაპარაკებები, რომელიც ევროპის სუპერლიგის შექმნის გამოცხადების შემდეგ გაწყდა.
ალ-ხელაიფიმ ლაპორტა რომში 8-9 ოქტომბერს გასამართ ევროპული კლუბების გენერალურ ასამბლეაზეც კი მიიწვია.
ბარსელონას დაბრუნება აღნიშნულ ასოციაციაში ნიშნავს იმას, რომ კლუბი უარს იტყვის სუპერლიგის შექმნის იდეაზე და ერთადერთი კლუბი, რომელიც ამ ასოციაციის მიღმა დარჩება - მადრიდის რეალია.
2021 წლის აპრილში რეალმა, ბარსელონამ და კიდევ 10-მა ევროპულმა კლუბმა სუპერლიგის შექმნის შესახებ გამოაცხადეს. თუმცა, უეფასგან არაერთი მუქარისა და ფანებისგან წამოსული უკმაყოფილების შემდეგ, კლუბები ამ იდეაზე უარს რიგრიგობით ამბობდნენ და ბოლოს, იდეის მომხრე მხოლოდ რეალი და ბარსელონა დარჩნენ