• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
39 ფაქტი მესიზე, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ
ფეხბურთიფეხბურთი

39 ფაქტი მესიზე, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

დღეს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის, ლიონელ ანდრეს მესის დაბადების დღეა - არგენტინელი 39 წლის გახდა. დღევანდელ ბლოგში 39 საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ ლეოს შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ.


1. მესის იტალიური ფესვები აქვს, ლეოს მამის, ხორხეს დიდი ბებია არგენტინაში იტალიიდან ჩავიდა.


2. სახელი ლიონელი მისი დედის საყვარელი მომღერლის, ლაიონელ რიჩის საპატივცემულოდ დაარქვეს.


3. ლეოს 10 წლის ასაკში ზრდის ჰორმონის დეფიციტი დაუდგინდა - მკურნალობის ხარჯები ბარსელონამ დაფარა.


4. 13 წლის ლეომ ბარსელონასთან პირველ კონტაქტს ხელსახოცზე მოაწერა ხელი.



5. პატარა ტანისა, სისწრაფისა და მოქნილობის გამო, ლეოს “ლა პულგა” შეარქვეს, რას ესპანურად რწყილს ნიშნავს.


6. მესის იკონური აღნიშვნა, თითები ცისკენ, ლეოს ბებიას ეძღვნება, ადამიანს რომელმაც პატარა მესის ფეხბურთი შეაყვარა.


7. როსარიოში, ნიუელს ოლდ ბოისის აკადემიაში გატარებულ ექვს წელიწადში მესიმ 500-მდე გოლის გატანა შეძლო.


8. პატარა ლეოს კუმირი პაბლო აიმარი იყო.


9. ახალგაზრდა ლეომ ესპანეთის ნაკრებში თამაშის შეთავაზება უარყო - მესის ოცნება თეთრ-ცისფერი მაისურის მორგება იყო.


10. კოშმარული აღმოჩნდა ლეოს დებიუტი ეროვნულ გუნდში - უნგრეთთან შეცვლაზე შესული 18 წლის მესი ერთ წუთში გააძევეს.


11. 2005 წელს არგენტინამ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო - 18 წლის მესი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და საუკეთესო ბომბარდირის ჯილდოც დაისაკუთრა.


12. ლა პულგა ოლიმპიური ჩემპიონიცაა - 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე ლეომ და არგენტინამ ოქროს მედლები მოიპოვეს.



13. ლა მასიაში მოთამაშე ტალანტის გადაბირება არსენ ვენგერმა სცადა - ბარსამ მესის არსენალში გაყიდვა იუარა.


14. 18 წლის 11 თვის და 23 დღის ლეო გახდა ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელი, რომელმაც მუნდიალზე ითამაშა.


15. მუნდიალზე სადებიუტო მატჩი ლეომ გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.


16. მესი მუნდიალებზე არგენტინის ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ასაკოვანი გამტანია.


17. ყველაზე მეტჯერ მესის სერხიო ბუსკეთსის გვერდით უთამაშია.



18. მესი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს ბურთი ორჯერ მოუგია - 2014; 2022.


19. 2006 წელს ინტერმა სარეკორდო თანხის სანაცვლოდ მესის შეძენა სცადა - მილანურმა კლუბმა ბარსასგან უარი მიიღო.


20. 2007 წელს ლეომ საქველმოქმედო ფონდი “მესის ფონდი” დაარსა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ბავშვებისთვის განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად მუშაობს.


21. 2010 წელს მესი UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი გახდა.



22. 2012 წელს მესიმ ერთ კალნდარულ წელიწადში 91 გოლის გატანა შეძლო, რაც დღემდე მიუღწეველი შედეგია.


23. 2013 წელს ესპანეთის პროკურატურამ ლეო და ხორხე (მამა) მესებს ბრალი გადასახადების დამალვაში დასდო.


24. ლეო და ხორხე მესებს კომპენსაციის სახით 5 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრათ.  2017 წელს სასამართლომ მესი კიდევ 2 მილიონი ევროთი დააჯარიმა და 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა - მოგვიანებით სასჯელი დამატებით 252 000 ევროს ჯარიმით შეიცვალა.



25. 2016 წელს კოპა ამერიკის ფინალში ზედიზედ მოერედ დამარცხების შემდეგ, მესიმ არგენტინის ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.


26. 2019 წლის კოპა ამერიკის მსვლელობისას კონმებოლის მისამართით გაკეთებული „კორუფციის“ ბრალდებების გამო, ლიონელ მესის საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობა სამი თვით აეკრძალა და 50 000 დოლარის ჯარიმა დაეკისრა.


27. 2019 წელს მესი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ლაურეუსის წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დასახელდა. ლეომ ეს ჯილდო 2023 წელსაც მოიგო.


28. არაერთი სპორტული რეკორდის გარდა, მესი ყველაზე მეტად მოწონებული ინტერნეტ პოსტის რეკორდსაც ფლობს - მსოფლიო თასის მოგების შემდეგ გამოქვეყნებულ ფოტოებს 74.5 მილიონი მოწონება აქვთ.



29. არგენტინელი მუნდიალის მოგებული ფინალების ყველაზე ასაკოვანი გამტანია - მესი 35 წლის და 177 დღის იყო, როდესაც საფრანგეთის კარში ორჯერ გაიტანა და მსოფლიო თასი აღმართა.


30. 916 გოლითა და 414 საგოლე გადაცემით მესი ყველა დროის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია.


31. მესი თავის ბავშვობის სიყვარულზე, ანტონელა რაკუზოზეა დაქორწინებული - ისინი ერთმანეთს იმ დროიდან იცნობენ, როდესაც ბავშვები იყვნენ და როსარიოში იზრდებოდნენ. ლეო და ანტონელა სამ ბიჭს ზრდიან: ტიაგოს, მატეოსა და ჩიროს.



32. არგენტინელი ტატუ ხელოვნების დიდი მოყვარულია - მის სხეულზე განსაკუთრებულ ადგილს ოჯახისთვის მიძღვნილი ტატუები იკავებს. მათ შორისაა მისი მეუღლის თვალების გამოსახულება, შვილების სახელები და ხელის ანაბეჭდები, ასევე ზურგზე გაკეთებული დედის გამოსახულება.



33. მესი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სპორტსმენია. მისი კარიერული შემოსავალი მილიარდ დოლარს აღემატება.


34. ლეომ კარიერაში 46 გუნდური ტიტული მოიგო, მათ შორის 10 ლა ლიგა, 4 ჩემპიონთა ლიგა, 2 კოპა ამერიკა და ფეხბურთის სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო - მსოფლიო ჩემპიონატი.


35. უამრავი პირად ტიტულთან ერთად, არგენტინელს რვაჯერ აქვს მოგებული ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო - France Football-ის ოქროს ბურთი, ხოლო ექვსჯერ ოქროს ბუცი.


36. 2014 წელს მესი ლონდონის ჩელსიში გადაბარგებას განიხილავდა, მაგრამ ტრანსფერი დასკვნით ფაზაში არ შესულა.


37. 2021 წელს მესიმ ბარსელონა თავისი ნების გარეშე, კლუბის ფინანსური პრობლემების გამო დატოვა და პარი სენ-ჟერმენს შეუერთდა.

38. არგენტინელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პენალტი სამ მუნდიალზე გააცუდა.


39. 2026 წლის მუნდიალზე ლეომ საწყის ორ მატჩში ხუთი გოლის გატანა მოახერხა და 18 გოლით მუნდიალების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.


ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ბარსელონა
მესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ითამაშებს თუ არა ლეგენდა 43 წლის ასაკშიც

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ითამაშებს თუ არა ლეგენდა 43 წლის ასაკშიც
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მოურინიო არსენალზე: "სიტისთვის რომ მიებაძათ ვერ გაჩემპიონდებოდნენ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოურინიო არსენალზე: "სიტისთვის რომ მიებაძათ ვერ გაჩემპიონდებოდნენ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

II ტურის საუკეთესო XI

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

II ტურის საუკეთესო XI
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ვინ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს - ექსპერტების აზრი

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ვინ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს - ექსპერტების აზრი
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

3 სთ წინ

ითამაშებს თუ არა ლეგენდა 43 წლის ასაკშიც

News image

2 სთ წინ

მოურინიო არსენალზე: "სიტისთვის რომ მიებაძათ ვერ გაჩემპიონდებოდნენ"

News image

32 წთ წინ

II ტურის საუკეთესო XI

News image

1 წუთზე ნაკლები ხნის წინ

ვინ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს - ექსპერტების აზრი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება