ჰანსი ფლიკს მიაჩნია, რომ ბარსელონას პსჟ-ს მსგავსად შეუძლია თამაში.
„ვფიქრობ, მეორე ტაიმში ჩანდა, რომ ზოგი ფეხბურთელი ძალიან დაიღალა. რაშფორდი, პედრი, დე იონგი - მათ ყველაფერი გაიღეს მოედანზე.
1:1-ზე თავი უკეთ უნდა დაგვეცვა. მსგავსი დონის გუნდებთან თამაშით უნდა ვისწავლოთ და განვვითარდეთ.
ასეთი თამაში ძალიან დაგვეხმარება. დარწმუნებული ვარ, ჩვენც შეგვიძლია პსჟ-სავით თამაში, მაგრამ უფრო მეტი გამძლეობა გვჭირდება. გუნდი ერთად უნდა უტევდეს და ერთად იცავდეს თავს.
პსჟ-ში ყველას შეძლია სივრცის ათვისება." - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.
ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში გამართული მატჩი ბარსა - პსჟ სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.