უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელის პრეტენდენტები დაასახელა.
ამ ჯილდოზე ოთხი ფეხბურთელი აცხადებს პრეზენტიას.
კილიან მბაპე, რომელმაც კაირათს (5:0) ჰეთ-ტრიკი შეუსრულა.
ერლინგ ჰალანდი, რომელმაც მონაკოსთან (2:2) დუბლი მიითვალა.
იენს ჰაუგე (ბოდო გლიმტი), ტოტენჰემის (2:2) კარში გატანილი დუბლით.
და ნაპოლის თავდამსხმელი რასმუს ჰოილუნდი, რომელმაც ლისაბონის სპორტინგის (2:1) კარში ორი გოლი შეაგდო.
გამარჯვებული უახლოეს დღეებში, გულშემატკივართა ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდება.