ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

შერმადინი ტენერიფეს უკაპიტნებს - ლიგა ენდესას ამ სეზონში 4 ქართველი ითამაშებს
კალათბურთიკალათბურთი
ქართულიქართული

შერმადინი ტენერიფეს უკაპიტნებს - ლიგა ენდესას ამ სეზონში 4 ქართველი ითამაშებს

15 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი დღეიდან იწყება და მის მიმდინარე სეზონში 4 ქართველი ითამაშებს – თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე და მათე ხატიაშვილი.


შენგელია ბარსელონას ღირესებას დაიცავს, შერმადინი – ტენერიფეს, ბურჯანაძე – გრანადას, ხატიაშვილი კი ბასკონიას. ხატიაშვილი 17 წლისაა და ბასკური გუნდის მაისურით მოედანზე, შესაძლოა, იშვიათად გავიდეს.


4 ოქტომბერს, პირველ ტურში ტენერიფე მანრესას მასპინძლობს, გრანადა ხუვენტუდს დაუხვდება, ბასკონია სარაგოსაში ითამაშებს, ხოლო ბარსელონა, 5 ოქტომბერს, სტუმრად ვალენსიას დაუპირისპირდება.


გიორგი შერმადინი ახალ სეზონს კაპიტნის ამპლუაში ხვდება. ის არ იქნება ერთი – ტენერიფეს 3 კაპიტანი ეყოლება, რაც კლუბმა საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ოფიციალურად გამოაქვეყნა.


საინტერესოა ისიც, რომ ლიგა ენდესას 2025-26 წლების სეზონში 10 ყველაზე ხნიერი კალათბურთელიდან 4 სწორედ ტენერიფელთა ღირსებას დაიცავს - უხუცესი უერტასია (42 წლის და 4 თვის), შემდეგ დორნეკამპი (39 წლის და 10 თვის) მოდის, შერმადინი (36 წლის და 6 თვის) მეექვსეა, ათეულს კი ტიმ აბრომაიტისია (36 წლის) აგვირგვინებს. ამ ფონზე გასაკვირი არაა, რომ ლაგუნა ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ხნიერი გუნდია (საშუალოდ 32 წელი).


შერმადინი ტენერიფელთა ღირსებას 2019 წლიდან იცავს და ყველაზე წარმატებული პერიოდი სწორედ ამ კლუბში აქვს გატარებული. ქართველი ცენტრი 2-ჯერ (2021, 2023) გახდა ლიგა ენდესას MVP, 6-ჯერ (2017, 2020, 2021, 2022, 2023, 2024) შეიყვანეს ჩემპიონატის საუეკთესო ხუთეულში, 2-ჯერ (2020, 2023) ფიბა-ს საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო, ერთხელ (2022) კი – ჩემპიონთა ლიგა.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

ბექა ბურჯანაძე
მათე ხატიაშვილი
შერმადინი
თორნიკე შენგელია

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

შერმადინი რეალთან მატჩში ორივე გუნდში საუკეთესო იყო - ტენერიფე ბოლო წამებზე დამარცხდა

•კალათბურთი

კალათბურთი

შერმადინი რეალთან მატჩში ორივე გუნდში საუკეთესო იყო - ტენერიფე ბოლო წამებზე დამარცხდა
•კალათბურთი

კალათბურთი

შერმადინი: "შემოვაბერდი ამ ნაკრებს, ნოემბერშიც შევხვდებით და ამით დამთავრდება"

•კალათბურთი

კალათბურთი

შერმადინი: "შემოვაბერდი ამ ნაკრებს, ნოემბერშიც შევხვდებით და ამით დამთავრდება"
•კალათბურთი

კალათბურთი

გიორგი შერმადინი - საუკეთესო მატჩი რეალთან

•კალათბურთი

კალათბურთი

გიორგი შერმადინი - საუკეთესო მატჩი რეალთან
•კალათბურთი

კალათბურთი

თორნიკე შენგელიას 17 ქულა - ბარსელონამ პანათინაიკოსს მოუგო

•კალათბურთი

კალათბურთი

თორნიკე შენგელიას 17 ქულა - ბარსელონამ პანათინაიკოსს მოუგო
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

28 სექ, 2025

შერმადინი რეალთან მატჩში ორივე გუნდში საუკეთესო იყო - ტენერიფე ბოლო წამებზე დამარცხდა

News image

10 სექ, 2025

შერმადინი: "შემოვაბერდი ამ ნაკრებს, ნოემბერშიც შევხვდებით და ამით დამთავრდება"

News image

29 სექ, 2025

გიორგი შერმადინი - საუკეთესო მატჩი რეალთან

News image

03 ოქტ, 2025

თორნიკე შენგელიას 17 ქულა - ბარსელონამ პანათინაიკოსს მოუგო