• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
მიქაუტაძე სანტიაგო ბერნაბეუზე - რეალი ვილიარეალს მიიღებს
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

მიქაუტაძე სანტიაგო ბერნაბეუზე - რეალი ვილიარეალს მიიღებს

03 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

რეალ მადრიდი გასულ კვირას დერბიში განცდილი მარცხის შემდეგ შეეცდება რეაბილიტაცია გაიაროს და სანტიაგო ბერნაბეუზე ფორმაში მყოფ ვილიარეალს უმასპინძლებს, რომელიც ლა ლიგაში მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება მას.


მატჩის სიახლეები და მიმდინარე ფორმა


ცაბი ალონსოს გუნდი ზედიზედ შვიდივე შეხვედრას იგებდა ყველა ტურნირზე, სანამ მეტროპოლიტანოზე მადრიდულ დერბიში 5-2 არ დამარცხდა. ამიტომ დიდი ყურადღება მიექცევა იმას, თუ ამ მარცხის შემდეგ როგორ მოახდენს მასპინძელი რეაგირებას პირველ საშინაო მატჩში.


ბლანკოსმა კარგად უპასუხა ამ დარტყმას და ჩემპიონთა ლიგის შორეულ გასვლაზე, ყახაზეთში 0-5 იმარჯვა, თუმცა ამ უქმეებზე მოწინააღმდეგე ბევრად უფრო სერიოზულ გამოცდას წარმოადგენს. ლა ლიგაში ბერნაბეუზე ზედიზედ მერვე გამარჯვება რეალს მინიმუმ დროებით კვლავ ლიდერ პოზიციაზე დააბრუნებს, რომელიც გასულ შაბათს ბარსელონას დაუთმო.


ვილიარეალმა გასული სეზონი ზედიზედ ექვსი მოგებით დაასრულა და ახლა კიდევ ერთ ძლიერ სერიას აყალიბებსდა ზედიზედ მეოთხე გამარჯვებას ეცდება. სეზონის პირველ სამ გასვლით მატჩში (1 ფრე, 2 მარცხი) ვერ მოიგო, თუმცა სევილიას წინააღმდეგ 86-ე წუთზე გატანილი გოლით 2-1 იმარჯვა და სერია შეწყვიტა.


მარსელინოს გუნდი ამ ტურის წინ მესამე ადგილზეა და ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვითი სტატისტიკითაც გამოირჩევა, თუმცა ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსთან შინ ორჯერ გაუშვა, სანამ კომპენსირებულ დროში წონასწორობა არ აღადგინა.


ურთიერთშეხვედრების ისტორია


რეალი ბოლო ოთხი დაპირისპირების განმავლობაში დაუმარცხებელია (3 მოგება, 1 ფრე) და ბოლო შვიდიდან ხუთჯერ დაამარცხა ვილიარეალი ბერნაბეუზე (1 ფრე, 1 მარცხი).


ცხელი ფაქტები და სერიები


რეალის ბოლო სამ შეხვედრაში ყველა ტურნირზე 5+ გოლი გავიდა.


რეალს ლა ლიგის ბოლო 21 მატჩში ფრე არ უთამაშია (17 მოგება, 4 მარცხი).


ვილიარეალმა ლიგის ბოლო სამი შეხვედრა ერთბურთიანი სხვაობით მოიგო.


ვილიარეალმა ლა ლიგის ბოლო ცხრა საგარეო შეხვედრიდან მხოლოდ ერთში შეინახა კარი მშრალად.


მთავარი მოთამაშეები


არდა გიულერმა რეალის ბოლო სამ შეხვედრაში თითო საგოლე პასი გააკეთა და დერბიში გოლიც გაიტანა - მისი ბოლო ექვსივე გოლი პირველი ტაიმშია გატანილი. ასევე ბრწყინვალე ფორმაშია კილიან მბაპე, რომელმაც სექტემბერში ჩატარებულ ყველა მატჩში შეძლო გოლის გატანა.


გიორგი მიქაუტაძემ საგოლე პასი გააკეთა ვილიარეალის ბოლო გასვლით მატჩში და ოთხშაბათს იუვენტუსთან შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი.


სავარაუდო შემადგენლობები


რეალი - კურტუა; ასენსიო, ედერ მილიტაო, ჰაუსენი, კარერასი; ჩუამენი, ვალვერდე, ბელინგემი, გიულერი; მბაპე, ვინისიუს ჟუნიორი


ვილიარეალი - ლუის ჟუნიორი; მოურინო, მარინი, ვეიგა, კარდონა; ახომაჩი, პარტეი, გეიე, მოლეირო; პეპე, მიქაუტაძე


რეალისა და ვილიარეალის მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ლა ლიგა
გიორგი მიქაუტაძე
პრევიუ
ქართული ფეხბურთი
რეალი
ვილიარეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დე ლა ფუენტე: „რატომ არ გამოვიძახე მსოფლიოზე კარვახალი?"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დე ლა ფუენტე: „რატომ არ გამოვიძახე მსოფლიოზე კარვახალი?"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„იამალი ყველას ერთი წამით ასწრებს“

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„იამალი ყველას ერთი წამით ასწრებს“
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვისი მოყვანის პირობას დებს პერესის კონკურენტი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვისი მოყვანის პირობას დებს პერესის კონკურენტი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლაპორტა: „მომავალი სეზონი ჩვენთვის უფრო რთული იქნება"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლაპორტა: „მომავალი სეზონი ჩვენთვის უფრო რთული იქნება"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

7 სთ წინ

დე ლა ფუენტე: „რატომ არ გამოვიძახე მსოფლიოზე კარვახალი?"

News image

7 სთ წინ

„იამალი ყველას ერთი წამით ასწრებს“

News image

4 სთ წინ

ვისი მოყვანის პირობას დებს პერესის კონკურენტი?

News image

4 სთ წინ

ლაპორტა: „მომავალი სეზონი ჩვენთვის უფრო რთული იქნება"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება