პსჟ-მ ზედიზედ მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.
ფინალში ლუის ენრიკეს გუნდმა არსენალი დაამარცხა (1:1, პენალტების სერიაში — 4:3).
პარიზულმა კლუბმა ტურნირზე გამარჯვება ორივე სეზონში მოიპოვა მას შემდეგ, რაც 2024 წელს კილიან მბაპე რეალში გადავიდა.
მადრიდული კლუბი კი, ფრანგით შემადგენლობაში, ორივეჯერ მეოთხედფინალიდან გამოეთიშა ასპარეზობას.
აღსანიშნავია, რომ მბაპეს ტრანსფერამდე რეალი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული იყო, პსჟ-ს კი არასდროს ჰქონია მოგებული აღნიშნული ტურნირი.