ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-მ პენალტების სერიაში არსენალს აჯობა და ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო.
კვარაცხელია გახდა ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ტურნირის ზედიზედ ოერჯერ მოგება მოახერხა.
მთლიანობაში მოგებული ტიტულების რაოდენობით კვარა კახა კალაძეს (2) გაუტოლდა, თუმცა ხვიჩამ ამის გაკეთება ზედიზედ შეძლო.
წინა სეზონის ფინალში პსჟ-მ კვარას გოლით 5:0 გაანადგურა ინტერი, წელს კი არსენალთან მატჩი ფრედ (1:1) დასრულდა, პენალტების სერიაში კი პარიზელებმა 4:3 იმარჯვეს.
დღევანდელ ფინალში ქართველმა გადამწყვეტი როლი შეასრულა - როცა მისი გუნდი 0:1-ს აგებდა, კვარამ პენალტი არაფრიდან მოიპოვა და თავის გუნდს ანგარიშის გათანაბრების იდეალური შანსი მისცა, რომელიც დემბელემ გამოიყენა და პსჟ-ს მატჩი გადაურჩინა.