ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგა მწვრთნელის რანგში მესამედ მოიგო.
დღეს პსჟ-მ, ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ფინალში არსენალის დამარცხებით (1:1, პენალტების სერიაში - 4:3) ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
გასულ წელს პარიზელებმა ასევე მოიგეს ეს ტურნირი, ხოლო 2015 წელს ენრიკემ ამ ტურნირზე გამარჯვებამდე ბარსელონას მიუძღვნა.
ამ მაჩვენებლით ესპანელი გაუტოლდა ბობ პეისლის, ზინედინ ზიდანსა და პეპ გვარდიოლას, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგა ასევე 3-3-ჯერ მოიგეს.
წინ მხოლოდ რეკორდსმენი კარლო ანჩელოტია, რომლის ანგარიშზეც 5 ტიტულია.
აღსანიშნავია, რომ გვარდიოლას, ენრიკეს და ანჩელოტის მსგავსად თავისი ტიტულები ლიგაზე 2 სხვადასხვა გუნდთან ერთად აქვს მოგებული, ზიდანმა კი თავისი 3-ვე თასის მოგება რეალთან ერთად შეძლო.