ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენთან ერთად ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
ბუდაპეშტში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი პარიზელებმა 4:3 მოიგეს.
მე-6 წუთზე კაი ჰავერცმა მარკინიოსის შეცდომით ისარგებლა და მატვეი საფონოვის კარში სწრაფი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ, ლონდონელებმა სრული ყურადღება საკუთარი კარის დაცვაზე გადაიტანეს და ეს წარმატებითაც გამოსდიოდათ მატჩის 65-ე წუთამდე, როცა ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა და უსმან დემბელემ შეძლო წონასწორობის აღდგენა.
დარჩენილ დროში მნიშვნელოვანი აღარაფერი მომხდარა, კვარაცხელიამ მოედანი 83-ე წუთზე დატოვა და ადგილი ბრედლი ბარკოლას დაუთმო, თუმცა გუნდებმა გოლის გატანა ვეღარ შეძლეს.
საბოლოოდ ფინალის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც გადამწყვეტი დარტყმა გაბრიელ მაგალაეშმა გააცუდა და პსჟ-ს ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის თასი მოუტანა.
არსენალმა კი ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგის თასის მოგების შანსი გაუშვა ხელიდან.
კვარამ სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი 10 გოლით, 6 საგოლე პასით და ფინალში მოპოვებული უმნიშვნელოვანესი პენალტით დაასრულა.