პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის არსენალის დამარცხებით ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა თავისი სახელი.
საფრანგეთის ჩემპიონებმა ზედიზედ მეორედ შეასრულეს ოქროს დუბლი (მოიგეს როგორც შიდა ჩემპიონატი, ისე ჩემპიონთა ლიგა), რითაც ნახევარსაუკუნოვანი ლეგენდარული რეკორდი გაიმეორეს.
აქამდე ეს ისტორიული მიღწევა მხოლოდ ორ გუნდს - 1950-იანი წლების მადრიდის რეალსა და 1970-იანი წლების ამსტერდამის აიაქსს ჰქონდათ გაფორმებული. ბუდაპეშტში პენალტების სერიაში მოპოვებულმა გამარჯვებამ პარიზელები ამ გრანდების გვერდით დააყენა.
ამასთანავე, პსჟ გახდა მხოლოდ მეორე კლუბი ტურნირის თანამედროვე (ჩემპიონთა ლიგის) ისტორიაში, რომელმაც ტიტულის დაცვა შეძლო.
ლუის ენრიკე კი ისტორიაში მეოთხე მწვრთნელი გახდა, ვინც ევროპის უმთავრესი თასი სამჯერ ან მეტჯერ აღმართა. მატჩის შემდეგ პარიზელთა კაპიტანმა, მარკინიოსმა გუნდის მენტალიტეტს გაუსვა ხაზი:
ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. სეზონის პირველივე დღიდან მწვრთნელი გვეუბნებოდა, რომ ტიტულის მოგება რთულია, მისი ზედიზედ მეორედ შენარჩუნება კი - კიდევ უფრო მძიმე. ამიტომ ყველას თავდაუზოგავად უნდა გვემუშავა. სწორედ ეს იყო ჩვენი მენტალიტეტი