-
Aa
+
ფონტის ზომა
ვინაიდან წინ მსოფლიო ჩემპიონატია, მთავარი ბრძოლა ამერიკაში გადაინაცვლებს, თუმცა ევროპული სეზონის ფინიშმა ათეულში ძალთა ბალანსი უკვე შეცვალა.
წარმოგიდგენთ ოქროს ბურთის მოპოვების 10 მთავარ ფავორიტს:
მიუხედავად ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნისა, ჰალანდმა სეზონში 51 გოლი გაიტანა და ასოციაციისა და ლიგის თასები მოიგო. მისი შანსები გაიზარდა იმითაც, რომ ნორვეგიის ნაკრები 1998 წლის შემდეგ პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე.
რაისი პრემიერლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხმა მისი პოზიციები შეასუსტა.
კოლუმბიელმა გერმანიაში სადებიუტო სეზონშივე ტრებლს (ბუნდესლიგა, თასი, სუპერთასი) მიაღწია 28 გოლითა და 25 ასისტით. ის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი ნაკრების მთავარი იმედია.
ქართველი ვარსკვლავი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საუკეთესო მოთამაშე გახდა - ისტორიაში პირველი, ვინც ზედიზედ 7 საპლეიოფო მატჩში გაიტანა ან ასისტი გააკეთა და პსჟ-ს თასი შეანარჩუნებინა. რეიტინგში მის მაქსიმალურ წინსვლას მხოლოდ საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე არყოფნა ზღუდავს.
მბაპემ სეზონში 48 გოლი გაიტანა, თუმცა რეალთან ერთად ტიტულების გარეშე დარჩა. მისი მთავარი შანსი კვლავ მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ბრწყინვალებაა.
24 წლის ფრანგმა ბაიერნში ფენომენალური სეზონი ჩაატარა (23 გოლი, 33 ასისტი) და საფრანგეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაშიც ადგილი დაიმკვიდრა.
ბევრი მას პლანეტის საუკეთესო ნახევარმცველად მიიჩნევს. პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგისა და ლიგა 1-ის მოგების შემდეგ, ის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
25 გოლითა და 20 ასისტით იამალი სეზონის დაწყების წინ მთავარი ფავორიტი იყო. ტრავმამ სეზონი ნაადრევად დაასრულებინა, თუმცა თუ მუნდიალის პლეი-ოფებისთვის ესპანეთის ნაკრებს დაუბრუნდება, ჯილდოს მოგების შანსს შეინარჩუნებს.
ოქროს ბურთის მოქმედმა მფლობელმა ტრავმების შემდეგ ფორმა იდეალურად აღიდგინა, ლივერპულისა და ბაიერნის დამარცხების შემდეგ, გოლი ფინალშიც გაიტანა და პსჟ-ს ტიტული შეუნარჩუნა. ის ჰარი კეინის მთავარი კონკურენტია.
რეიტინგის სათავეში ბაიერნის ინგლისელი ფორვარდია. კეინმა გერმანიაში პირველი გუნდური ტიტულები მოიგო და სეზონი ფანტასტიკური 65 გოლით დაასრულა.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები