ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-სთან წაგების შემდეგ განმარტა, თუ რატომ შეასრულა გადამწყვეტი პენალტი მცველმა გაბრიელმა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მეხუთე თერთმეტმეტრიანი კარს ააცილა, რამაც ლონდონელებს თასი დაუკარგა.
არტეტას თქმით, გაბრიელმა პასუხისმგებლობა თავად აიღო, რადგან გუნდის ძირითადი შემსრულებლები, ბუკაიო საკა, მარტინ ედეგორი და კაი ჰავერცი, მოედანზე აღარ იმყოფებოდნენ. მწვრთნელს მხარი დაუჭირა დეკლან რაისმაც, რომელმაც გაბრიელი და კიდევ ერთი ამცილებელი, ებერეჩი ეზე დაიცვა და აღნიშნა, რომ მათი დამსახურება პრემიერლიგის მოგებაში უდიდესია.
წაგების მიუხედავად, არსენალი ლონდონში საჩემპიონო პარადს მაინც გამართავს, რათა ფანებთან ერთად 22 წლის განმავლობაში პირველი პრემიერლიგის ტიტული აღნიშნოს.
„გაბრიელს თავად სურდა მეხუთე პენალტის დარტყმა. ჩვენ ამ მომენტისთვის ვემზადებოდით, თუმცა ჩვეულებრივ სხვა შემსრულებლები გვყავს. ვიცოდით, რომ დამატებით დროში სულ სხვა ფეხბურთელებს მოუწევდათ პასუხისმგებლობის აღება. ეზე ვარჯიშებზე არცერთ პენალტს არ აცილებს, მაგრამ მთავარია, ეს საჭირო მომენტში გააკეთო. სამწუხაროდ, სიზუსტე დაგვაკლდა და სწორედ ამიტომ წავაგეთ.“ - განაცხადა არტეტამ.