ხვიჩა კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენთან ერთად ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო.
ქართველი ფეხბურთელისთვის აწ უკვე გასული სეზონი ბრწყინვალე გამოდგა, რაზეც მისი სტატისტიკაც მეტყველებს.
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის სეზონი 10 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით დაასრულა და ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზე გავიდა. ხვიჩას მხოლოდ კილიან მბაპემ (15 გოლი და 1 საგოლე პასი) და ჰარი კეინმა (14 გოლი და 2 საგოლე პასი) აჯობეს.
ჯამში კი ქართველმა შემტევმა 16 საგოლე მოქმედება დააგროვა და სწორედ კილიან მბაპესთან და ჰარი კეინთან ერთად ამ სეზონში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
გუნდების მიხედვით ხვიჩას სტატისტიკა ასეთი იყო:
ატალანტა - 1 გოლი
ლევერკუზენი - 1 გოლი, 1 ასისტი
ტოტენჰემი - 1 ასისტი
სპორტინგი - 1 გოლი
ნიუკასლი - 1 ასისტი
მონაკო - 1 გოლი
ჩელსი - 3 გოლი, 1 ასისტი
ლივერპული - 1 გოლი, 1 ასისტი
ბაიერნი - 2 გოლი, 1 ასისტი
არსენალი - გამომუშავებული პენალტი
,,ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ" - კვარაცხელიას კომენტარი ფინალის შემდეგ