ფაბრიციო რომანოს ცნობით, დუგლას ლუიზი კარიერას ნოტინგემ ფორესტში გააგრძელებს.
მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და იუვენტუსი ტრანსფერში 30 მილიონ ევროს მიიღებს.
თუ მხარეებმა დოკუმენტები დროულად გაცვალეს, ბრაზილიელი ინგლისში დღეს ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.
27 წლის ნახევარმცველს პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, ის 2019-24 წლებში ასტონ ვილაში ასპარეზობდა, საიდანაც კარიერა ტურინში გააგრძელა.
დუგლას ლუიზს ბრაზილიის ნაკრებში 18 მატჩი აქვს ჩატარებული.