ფაბრიციო რომანოს ცნობით, ხულიო ენსისო BlueCo ჯგუფს შეუერთდება და შემდეგ სეზონს სტრასბურგში გაატარებს, შემდეგ კი კარიერას ჩელსიში გააგრძელებს.
მოთამაშე 2025/26 წლების სეზონში საფრანგეთში იასპარეზებს, შემდეგ კი ლონდონელებს შეუერთდება. მან კონტრაქტი 2031 წლამდე შეათანხმა 2032 წლამდე გახანგრძლივების პერსპექტივით.
ბრაიტონი ტრანსფერში 20 მილიონ ევროს მიიღებს, რომელშიც ბონუსები შედის. ენსისო სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.
პარაგვაელი შემტევი ბრაიტონს 2022 წელს ლიბერტადიდან შეუერთდა, გასული სეზონის მეორე ნახევარი კი იჯარის წესით იფსვიჩში გაატარა.
ხულიო ენსისოს პარაგვაის ნაკრებში 27 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.