მანჩესტერ სიტის ოფიციალური გვერდის განცხადებით, რუბენ დიაშმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
პორტუგალიელმა მცველმა თავისი მომავალი ქალაქელებს 2029 წლის ზაფხულამდე დაუკავშირა.
რუბენ დიაში სიტის 2020 წლის სექტემბერში ბენფიკადან შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის დაცვის ლიდერად იქცა.
პორტუგალიელმა სიტისში 200 მატჩზე მეტი ჩაატარა და 9 ტიტიულის მოგება მოახერხა, მათ შორის 4 პრემიერ ლიგისა და ერთი ჩემპიონთა ლიგის.
"ვამაყობ, რომ ამ დიდებულ კლუბს წარმოვადგენ. სიტი არის ის, სადაც ყოფნა მინდა, სპორტის უმაღლეს მწვერვალზე, ტიტულებისთვის ბრძოლაში. კლუბის ამბიცია ჩემსას იდეალურად ემთხვევა და ფეხბურთელისთვის ამაზე უკეთესი არაფერია." - განაცხადა 28 წლის მცველმა.