პრემიერ ლიგის მე-2 ტურში არსენალმა შინ ლიდსი გაანადგურა.
შეხვედრა ემირეითსზე გაიმართა და არტეტას გუნდის გამარჯვებით 5:0 დასრულდა.
არსენალის მაისურით გოლების ანგარიში ვიქტორ გიოკერეშმა გახსნა, რომელმაც მეორე ტაიმში დუბლის შესრულება მოახერხა, ასევე დუბლი მიითვალა ტიმბერმაც, ერთი გოლი კი ბუკაიო საკას ანგარიშზეა.
მეთოფეებმა მეორე გამარჯვება მოიპოვეს და 6 ქულა დააგროვეს, ლიდსს კი 3 ქულა დარჩა აქტივში.
არტეტას გუნდი ტოტენჰემის მსგავსად ჯერჯერობით გოლგაუშვებლად მიიწევს წინ.