რასმუს ჰოილუნდი სერია ა-ში დაბრუნდება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნაპოლისა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.
ნეაპოლიტანური კლუბი დანიელ ფორვარდს ერთწლიანი იჯარით დაიმატებს და მომავალ წელს ვალდებული იქნება ფეხბურთელი 45 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.
თავად ჰოილუნდმა ნაპოლისთან 5-წლიან კონტრაქტზე წინასწარ მოილაპარაკა და ახლა კლუბების შეთანხმებას ელოდება.
თავდაპირველად ფეხბურთელის ტრანსფერზე გაცილებით აქტიურად მილანი მუშაობდა, თუმცა ახლა მის შეძენასთან ბევრად ახლოს სწორედ ნაპოლია.