მილანი ჩელსის შემტევის, კრისტოფერ ნკუნკუს ტრანსფერზე მუშაობს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი სან სიროზე გადაბარგებას დათანხმდა.
მილანი ჩელსისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ნკუნკუში დაახლოებით 30/40 მილიონი ევროს გადახდაზეა თანახმა, კლუბებს შორის ამ ეტაპზე ფასზე დისკუსია იმართება.
ნკუნკუს მიზანია, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დატოვოს ჩელსი. მისით ბაიერნიც ინტერესდებოდა, რომელმაც ჩელსისთან შეთანხმება ვერ მოახერხა.
ფრანგი შემტევი ჩელსიში ლაიფციგიდან 2023 წელს 60 მილიონ ევროდ გადავიდა და კლუბის მაისურით 62 მატჩში 18 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა.