ჩელსის შემტევი კრისტოფერ ნკუნკუ კარიერას მილანში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებმა ტრანსფერზე სიტყვიერ შეთანხმებას მიღწიეს და უახლოეს პერიოდში, საბუთების გაფორმებას დაიწყებენ.
მილანი ჩელსის ნკუნკუს სანაცვლოდ დაახლოებით 35 მილიონ ევროს გადაუხდის, შეთანხმება ითვალისწინებს გარკვეულ ბონუსებსაც.
თავად ნკუნკუს მილანთან კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს, როსონერის თავის მომავალს ის 2030 წლამდე დაუკავშირებს.
კრისტოფერ ნკუნკუ ჩელსის 2023 წელს ლაიფციგიდან 60 მილიონ ევროდ შეუერთდა კლუბის მაისურით 62 მატჩში 18 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა.