ნიუკასლმა შტუტგარტთან გერმანიის ნაკრების ფორვარდის, ნიკ ვოლტემადეს ტრანსფერი შეათანხმა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის შეთანხმება შედგა - ინგლისური კლუბი შტუტგარტს ფეხბურთელის სანაცვლოდ 85 მილიონ ევროს გადაუხდის, შეთანხმება ითვალისწინებს გარკვეულ ბონუსებსაც.
მომდევნო 24 საათში ვოლტემადე ინგლისში ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ეს ტრანსფერი დიდი ალბათობით ალექსანდრ ისაკს ნიუკასლიდან წასვლის გზას გაუხსნის, რომლის შეძენის მთავარი ფავორიტი ლივერპულია.
ნიკ ვოლტემადე ბაიერნის სატრანსფერო სამიზნე იყო და კლუბი მის შეძენაზე მთელი ზაფხული მუშაობდა, თუმცა შტუტგარტთან ფასზე შეთანხმება ვერ შეძლო.