ალეხანდრო გარნაჩო მანჩესტერ იუნაიტედიდან ჩელსიში გადადის.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის შეთანხმება შედგა - იუნაიტედი არგენტინელი შემტევის სანაცვლოდ დაახლოებით 40 მილიონ ფუნტს მიიღებს.
თავად გარნაჩო ჩელსისთან 7-წლიან კონტრაქტს მას შემდეგ გააფორმებს, რაც ლონდონური კლუბისთვის სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ბოლო პერიოდში არგენტინელით სხვადასხვა კლუბები ინტერესდებოდნენ, კერძოდ საუდის არაბეთიდან, თუმცა თავად გარნაჩოს არავის მოსმენა არ უნდოდა, რადგან კარიერის გაგრძელება მხოლოდ ჩელსიში სურდა.