ლიგის თასზე მე-4 ლიგის გუნდთან გამოვარდნის შემდეგ, რუბენ ამორიმს სათქმელი არაფერი ჰქონდა.
„მთავარი მწვრთნელი ვარ და ჩემი ამოცანაა - გავარკვიო, რა მოხდა. ჩვენი გულშემატკივრები ძალიან მეცოდება. მოდით, მომდევნო მატჩზე ვკონცენტრირდეთ.
ვისურვებდი ჭკვიანური და მნიშვნელოვანი რაღაცების თქმას, მაგრამ სათქმელი არაფერი მაქვს და ყველაზე დიდი პრობლემაც სწორედ ესაა. ერთიდაიგივე შეცდომებს ვხედავ და ამ მომენტში ვერაფერს ვერ ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ჩვენი ქომაგები მეცოდება.
"რაღაც უნდა შეიცვალოს და 22-ვე ფეხბურთელს ვერ შეცვლი", - ამორიმმა მოახლოვებულ წასვლაზე მიანიშნა
ყველაფრის ერთ ზაფხულში შეცვლა შეძლებელია. მაგრამ მატჩები აუცილებლად მოსაგებია. ასეთი თამაშის ჩვენება დაუშვებელია. მიმაჩნია, რომ ეს უკვე საზღვარია.
ვფიქრობ, რაღაც უნდა შეიცვალოს." - აღნიშნა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.