ინგლისის ლიგის თასზე მეოთხელიგელ გრიმსბისთან მარცხის შემდეგ, რუბენ ამორიმმა მანჩესტერიდან შესაძლო წასვლაზე მიანიშნა.
„დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ თამაშში დაბრუნება შევძელით. მნიშვნელოვანია ის სიგნალები, რომელიც გუნდმა გასცა, განსაკუთრებით დასაწყისში. მიმაჩნია, რომ დღეს საუკეთესო გუნდმა გაიმარჯვა - უფრო სწორედ ერთადერთმა, რომელიც მოედანზე იყო.
საუკეთესო ფეხბურთელებმაც შეიძლება წააგონ, იმიტომ რომ ნებისმიერმა ერთმა გუნდმა შესაძლოა მეორე დაამარცხოს. მე მგონია, რომ დღეს ჩემმა გუნდმა ფეხბურთელებმა განცხადება გააკეთეს. დავმარცხდით, საუკეთესო გუნდმა კი გაიმარჯვა."
რაღაც უნდა შეიცვალოს და ისევ 22-ვე ფეხბურთელს ვერ შეცვლი.
- რას გულისხმობთ?
„ვფიქრობ, სრულიად გასაგებია, რა განცხადება გაკეთდა, ასე რომ მოდით წინ წავიწიოთ. მე მგონია, რომ ყველასთვის აშკარაა, დღეს რაც მოხდა.
თამაში ყველანაირი ინტენსივობის გარეშე დავიწყეთ, სრულიად დაკარგულებს ვგავდით და მგონია, რომ დღეს ფეხბურთელებმა ხმამაღალი განცხადება გააკეთეს.
რაღაც მაინც უნდა შეიცვალოს და 22-ვე ფეხბურთელს ისევ ვერ შეცვლი."