მიკელ არტეტამ მანჩესტერ სიტის ისტორიული წარმატება დაიცვა.
მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელმა კომისიამ ინგლისური კლუბი ფინანსურ წესებში 114 დარღვევაში დამნაშავედ ცნო, არსენალის მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ ქალაქელების ტიტულები აბსოლუტურად სუფთადაა მოპოვებული.
პრემიერ ლიგის ოფიციალური განცხადებით, ცხრა წლის განმავლობაში შექმნილი ყალბი კონტრაქტებისა და სპონსორობების წყალობით კლუბმა შემოსავლები ხელოვნურად დაახლოებით 830 მილიონი ფუნტით გაზარდა.
არტეტა, რომელიც მანჩესტერ სიტიში პეპ გვარდიოლას შტაბში მუშაობდა, წარსულ დამსახურებებს ეჭვქვეშ არ აყენებს:
ტიტულები აბსოლუტურად არ არის შელახული. მე ვენდობი კლუბს ახლაც, მომავალშიც და ყოველთვის. სრულად მესმის კითხვის, მაგრამ პროცესს პატივს ვცემ - ეს ჯერ კიდევ მიმდინარე საქმეა, რომელიც გასაჩივრებულია და სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება, ჩემი და კლუბის პოზიცია კომენტარისგან თავის შეკავებაა.