-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის რეალისა და სევილიას მატჩი იმითაც გამოირჩა, რომ ეს ხესუს ნავასის პროფესიონალურ კარიერაში ბოლო თამაში იყო.
სევილიას ლეგენდარულმა კაპიტანმა კარიერა სანტიაგო ბერნაბეუზე დაასრულა, მადრიდელმა გულშემატკივარმა კი ის დიდი პატივისცემით გააცილა.
"ბერნაბეუს გაცილება? ასეთი არაფერი მინახავს მეტოქის სტადიონზე" - განაცხადა ნავასმა მატჩის შემდეგ.
ესპანელს რეალისა და სევილიას ფეხბურთელებმა საპატიო კორიდორი მოუწყვეს, ლუკა მოდრიჩმა კი მას სამეფო კლუბის სამახსოვრო მაისური გადასცა მოთამაშეების ხელმოწერით.
ხესუს ნავასმა სევილიაში 2003-დან 2013 წლამდე ითამაშა, შემდეგ კარიერა მანჩესტერ სიტიში გააგრძელა და იქ 4 სეზონი გაატარა, 2017 წელს კი კვლავ ანდალუსიაში დაბრუნდა და კარიერა სწორედ აქ დაასრულა.
ნავასი ესპანეთის ნაკრების წევრი 2009-დან 2024 წლამდე იყო და ფურია როხასთან ერთად მსოფლიოსა (2010) და ევროპის 2-გზის (2012, 2024) ჩემპიონი გახდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები