-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის მე-18 ტურში მადრიდის რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე სევილია მიიღო. შეხვედრაში გულშემატკივარმა 6 გოლი იხილა.
ანგარიში მე-10 წუთზე შორეული გასროლით კილიან მბაპემ გახსნა, მე-20 წუთზე კი თავის სტილში ასევე შორეული დარტყმით ფედე ვალვერდემ გაზარდა სხვაობა ორამდე.
34-ე წუთზე თავისი გოლი როდრიგომაც გაიტანა, თუმცა მალევე ერთი ბურთი სევილიამ გაქვითა, თავი ისააკ რომერომ გამოიჩინა, პირველი ტაიმი 3-1 დასრულდა.
53-ე წუთზე სამბურთიანი სხვაობა ბრაჰიმ დიასმა აღადგინა, 85-ე წუთზე სტუმრებმა კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლეს, დოდი ლუკებაკიომ მატჩის საბოლოო ანგარიში, 4-2 დააფიქსირა.
კარლო ანჩელოტის გუნდს 18 მატჩის შემდეგ 40 ქულა დაუგროვდა სატურნირო ცხრილში ბარსელონას 2 ქულით გაუსწრო, რეალზე წინ ატლეტიკოა, რომელსაც ბარსასთან გამარჯვების შემდეგ 41 ქულა დაუგროვდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები