მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში ვესტ ჰემმა ასტონ ვილას უმასპინძლა.
შეხვედრა 1-1 დასრულდა. ანგარიში 29-ე წუთზე მაიკლ ანტონიომ გახსნა, ვესტ ჰემმა ამ გოლით პირველი ტაიმი მოიგო.
იამაიკელმა თავდამსხმელმა გოლი მეორე ტაიმშიც გაიტანა, თუმცა ხელით თამაშის გამო ის არ ჩაითვალა.
ასტონ ვილას მხრიდან ქულის მომპოვებელი გოლი ნიკოლო ძანიოლომ 79-ე წუთზე გაიტანა. საგოლე გადაცემის ავტორი მუსა დიაბი გახდა.
კულმინაციური მომენტი 96-ე წუთზე ვიხილეთ, როცა ჯაროდ ბოუენმა გოლი გაიტანა, თუმცა ხელით თამაში დაფიქსირდა და შეხვედრაც ფრედ დასრუდა.
ამ მატჩის შემდეგ ასტონ ვილას 56 ქულად დაუგროვდა და მე-4 ადგილზე იმყოფება, მდევარ ტოტენჰემს კი 1 მატჩით ნაკლები აქვს და სულ რაღაც 3 ქულაშია, ვესტ ჰემი კი 44 ქულით მე-7 ადგილზეა.
კომენტარები
11 საათის წინ
16 საათის წინ
1 დღის წინ
14 საათის წინ