ESPN-მა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი პრეტენდენტების რეიტინგი შეადგინა.
სია მედიაქსელის 19 კორესპონდენტის გამოკითხვის შედეგად მომზადდა, რომლებსაც ათი საუკეთესო კლუბი უნდა დაესახელებინათ.
ყველაზე მეტი პირველი ადგილი ESPN-ის თანამშრომლებისგან პსჟ-მა მიიღო - 9. არსენალი პირველ ადგილზე 5-მა ჟურნალისტმა დააყენა.
ტოპ 10 ასე გამოიყურება:
1. პსჟ
2. არსენალი
3. ბაიერნი
4. ბარსელონა
5. რეალ მადრიდი
6. მანჩესტერ სიტი
7. ინტერი
8. ლივერპული
9. ატლეტიკო
10. მანჩესტერ იუნაიტედი.