მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
25 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დეკუ არ გამორიცხავს, რომ ვოიცეხ შესნი ბარსელონაში მომავალ სეზონშიც დარჩება.
პოლონელ მეკარეს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
„კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერ არ გვისაუბრია. ის მაღალი დონის მეკარეა, დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელიც, სხვების მსგავსად, თავისი ქარიზმის გამო გასახდელში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ნელ-ნელა უნდა მივიწიოთ წინ. ეიფორიამ არ უნდა გვიბიძგოს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისკენ. თუ ის ბედნიერია და აქ წარმატებას აღწევს, მაშინ მისი იმედი უნდა გვქონდეს, იმიტომ რომ მას მომავალ სეზონშიც შეუძლია ჩვენთვის ბევრის მოცემა. თუმცა, ამაზე ჯერ გეგმები არ გვაქვს დაწყობილი.
უახლოეს პერიოდში მის შესაძლო დარჩენაზე აუცილებლად დავილაპარაკებთ." - აღნიშნა დეკუმ.
შეგახსენებთ, რომ 2023/24 სეზონის დასრულების შემდეგ შესნიმ იუვედან წასვლისას კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, თუმცა ტერ შტეგენის ტრავმის გამო ბარსელონას უარი ვერ უთხრა და სპორტში მალევე დაბრუნდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები