-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა მე-3 ადგილი დაიკავა და B ლიგაში დასარჩენი პლეიოფის თამაში მოუწევს.
B ლიგაში დასარჩენი პლეიოფი - სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
ჩეხეთთან მატჩში ბოლო წუთებზე სიტუაცია დაიძაბა, რის შედეგადაც ხვიჩა კვარაცხელიამ და გურამ კაშიამ ყვითელი ბარათები მიიღეს. ეს მათი მეორე გაფრთხილება იყო ჯგუფურ ეტაპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთა ლიგის მომდევნო მატჩს გამოტოვებენ.
მომდევნო მატჩი კი ეროვნულ გუნდს 2025 წლის მარტში ელის, რომელსაც B ლიგაში დასარჩენი პლეიოფის ეგიდით გამართავს. პლეიოფი ორმატჩიანი იქნება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები