ნიკოლას ჯექსონი ბაიერნში გადასვლაზე თანახმაა.
მიუნხენურმა კლუბმა 24 წლის თვადამსხმელთან შესაძლო თანამშრომლობაზე შეთანხმებას მიაღწია. ინფორმაციას Bild-ის ჟურნალისტი კრისტიალ ფალკი იტყობინება.
გერმანელებს ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურთ და ჩელსისთან მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში გამართავენ.
გასულ სეზონში პრემიერ ლიგაში ჯექსონმა 30 მატჩში 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ჟოაო პედროს და ლიამ დელაპის შეძენის შემდეგ, ჩელსიში ჯექსონის ადგილი აღარ მოიპოვება.