ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში რეალის გამარჯვებაზე ისაუბრა.
„დღეები, როდესაც რეალი ჩემპიონთა ლიგას ემშვიდობება, სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტებია. მე ბარსას გულშემატკივარი ვარ და, როგორც ნებისმიერი კარგი ბარსელონელი, ანტიმადრიდისტა გახლავართ.
მატჩს ვუყურე და ვერაფერი გავიგე: გუნდმა, რომელიც საერთოდ არ თამაშობს ფეხბურთს, სიტი გაანადგურა.
მეორე ტაიმისთვის პრაქტიკულად აღარც მიყურებია“, – განაცხადა ფონტმა SER Catalunya-ს ეთერში.
ცნობისთვის, ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნები 2 დღეში, 15 მარტს გაიმართება.