მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელს, ალვარო არბელოას ჰკითხეს, არის თუ არა ტიბო კურტუა იკერ კასილასზე უკეთესი მეკარე.
ცნობისთვის, არბელოას და კასილასს ერთად როგორც რეალში, ისე ესპანეთის ნაკრებში აქვთ ნათამაშები, თუმცა იკერის მადრიდული კარიერის ბოლო წლებში ურთიერთობა ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტის გამო აერიათ, რადგან არბელოამ პორტუგალიელი მწვრთნელის მხარე დაიჭირა.
„კურტუა თუ კასილიასი? მე მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებთან ერთად მითამაშია, რომლებიც ისტორიაში საუკეთესოებად მიიჩნევიან.
თუმცა, კურტუას მსგავსი არავინ მინახავს. აქ დებატები არ არსებობს — ის ნამდვილად საუკეთესო მეკარეა რეალის ისტორიაში. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის“, – განაცხადა არბელოამ.