3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას მარცხენა ვინგერის პოზიციაზე ვარსკვლავის შეძენა სურს.
Diario Sport-ის ინფორმაციით, კატალონიელებს ზაფხულში ისეთი ფეხბურთელის მოყვანა სურთ, ვისაც ბევრი გოლის გატანა და მეტოქის კართან ხიფათის შექმნა შეუძლია.
როგორც ირკვევა, კატალონიელები სამ მარცხენა ვინგერზე აგროვებენ ინფორმაციას. საუბარია ხვიჩა კვარაცხელიაზე, რაფაელ ლეაუსა და მარკუს რაშფორდზე. თუმცა, სამივე ტრანსფერი საკმაოდ ძვირადღირებული იქნება.
ზაფხულამდე ბარსელონა მათ სიტუაციაზე დაკვირვებას გააგრძელებს და გადაწყვეტილებას უშუალოდ სეზონის ბოლოსკენ, კლუბის ფინანსური მდგომარეობის მიხედვით მიიღებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები