1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
როგორც ჩანს, ფრენკი დე იონგი ბარსელონას გეგმებში აღარ შედის.
Catalunya Radio-ს ინფორმაციით, კლუბს მისი მაღალი ხელფასის მოშორება სურს და მზადაა, ნიდერლანდელი 20 მილიონ ევროდაც კი გაყიდოს.
იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი წასვლაზე უარს იტყვის, ისევე, როგორც 2022 წლის ზაფხულში მანჩესტერში გადასვლა იუარა, კატალონიელებს შესაძლოა გარკვეული ზომების მიღება მოუწიოთ.
რამდენადაც პრესასთვის არის ცნობილი, ამ ეტაპზე დე იონგი ლა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, რაც მისი დღევანდელი როლიდან გამომდინარე, ბარსელონაში სერიოზულ პრობლემებს ქმნის, პირველ რიგში ფინანსური თვალსაზრისით.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები