სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
14 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჰანსი ფლიკმა მალიორკასთან გამარჯვება (5:1) შეაფასა.
„მიხარია, რომ საშინელი ნოემბერი დამთავრდა და დეკემბერი დაიწყო. გახარებული ვარ მოგებით. პირველ ტაიმში ბევრი მომენტი გვქონდა, რომელსაც ვერ ვიყენებდით.
ლევანდოვსკის დასვენება სჭირდებოდა, მასზე უნდა ვიზრუნოთ. გარდა ამისა, ფერან ტორესმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა და პირველი გოლიც გაიტანა, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო. ის ყოველთვის მზად არის, როცა გვჭირდება. დღეს ლევანდოვსკის გამოყვანის საჭიროება არ ყოფილა.
იამალი დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მას გუნდისთვის ყოველთვის სარგებელი მოაქვს. ვფიქრობ, მას დღეს 1 ან 2 გოლის გატანა შეეძლო, თუმცა სხვების მსგავსად, მანაც კარგად ითამაშა." - აღნიშნა ფლიკმა.
ნოემბერში ბარსელონამ ლა ლიგაში ვერცერთი მატჩი ვერ მოიგო (2 მარცხი, 1 ფრე).
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები