-
Aa
+
ფონტის ზომა
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი უგო სოტილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სოტილი ბარსელონაში 1973-1976 წლებში იოჰან კრუიფთან ერთად თამაშობდა. 1976-ში, მას შემდეგ, რაც ბარსელონამ იოჰან ნესკენსი დაიმატა, თავად სოტილს კი ესპანეთის მოქალაქეობის აღებაში პრობლემები შეექმნა, ის სამშობლოში - პერუში დაბრუნდა.
პერუს ნაკრებთან ერთად ფორვარდმა 1975-ში კოპა ამერიკა მოიგო, ბარსელონასთან ერთად კი 1974-ში ესპანეთის ჩემპიონი გახდა.
ნოემბრის ბოლოს სოტილი ბარსელონას 125 წლის იუბილეს დაესწრო, სადაც შშმ პირთა ეტლით გადაადგილდებოდა.
ბარსელონამ სოციალურ ქსელში მის ოჯახსა და ახლობლებს უკვე მიუსამძიმრა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები