მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონა არსენალის საყრდენით, თომას პარტეით ინტერესდება.
31 წლის განელ ნახევარმცველს ლონდონურ კლუბთან ხელშეკრულება 2025 წელს ეწურება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიელებს სურთ ფეხბურთელს გაესაუბრონ, თუმცა მისი ტრანსფერი მხოლოდ დე იონგის წასვლის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
ყველაზე მეტად პარტეის თუნდაც უფასო ტრანსფერს ამ ეტაპზე ნიდერლანდელის ხელფასი უშლის და ასევე ის ფაქტი, რომ ბარსელონა ჯერ სასურველ ფინანსურ მდგრადობამდე არ მისულა.
მიმდინარე სეზონში პარტეიმ არსენალის მაისურით 25 მატჩი ჩაატარა, ლა ლიგაში მას ატლეტიკოს რიგებში აქვს ნათამაშები.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები