5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონამ დანი ოლმო და პაუ ვიქტორი იანვრიდან შესაძლოა ვეღარ დაარეგისტრიროს.
ორივე ფეხბურთელი ლა ლიგაში 31 დეკემბრამდე, ანდრეას კრისტენსენის ტრავმის დამსახურებით არის დარეგისტრირებული.
Diario Sport-ის ინფორმაციით, კლუბის ტექნიკური განყოფილება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას უფრთხის, რადგან გაუგებარია, რა ბედი ეწევათ ფეხბურთელებს, რომლებსაც რეგისტრაცია წლის ბოლოს უმთავრდებათ.
კრისტენსენს, რომელიც უკვე ორი თვეა ტრავმისგან რეაბილიტაციას გადის, კლუბი დაპირდა, რომ იანვარში მას პრობლემების გარეშე დაარეგისტრირებენ.
თუმცა, ეკონომიკური პროგნოზები არც ისეთი სასიხარულოა, როგორც კლუბი ელოდა. ერთ-ერთ შვებად უნდა იქცეს Nike-სთან ახალი კონტრაქტი, რომლის გაფორმებაც იანვარზე ადრე ვერ ხერხდება.
გარდა ამისა, კატალონიელები ვერ აგვარებენ სიტუაციას ფონდ Libero-სთან, რომელიც 60 მილიონი ევროს გადახდას აგვიანებს.
არსებობს ალბათობა, რომ იანვარში ბარსელონას ასარჩევად გაუხდეს საქმე - დაარეგისტრიროს ოლმო, თუ დააბრუნოს რეგისტრაციაში კრისტენსენი.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები