სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
12 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას ოფიციალური განცხადებით, კლუბმა ფერმინ ლოპესთან შეთანხმებას მიაღწია და კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.
ახალგაზრდა ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება.
ფერმინი ლა მასიას 2016 წელს შეუერთდა, 2023 წელს კი ბარსელონას მთავარი გუნდის წევრი გახდა.
ლა ლიგის გასულ სეზონში ესპანელმა ლა ლიგაში ჩატარებულ 31 მატჩში 8 გოლი გაიტანა, წელს კი მან ტრავმის გამო ჩემპიონატის მხოლოდ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
21 წლის ნახევარმცველს ესპანეთის ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული და ფურია როხასთან ერთად ევროპის ჩემპიონიც გახდა, პარიზში კი მან ესპანეთის ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად ოქროს მედალი მოოპოვა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები