• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
"ბიჭებმა კარგი ფეხბურთი და სანახაობა აჩვენეს" - ქეცბაია ჟალგირისთან გამარჯვების შემდეგ
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"ბიჭებმა კარგი ფეხბურთი და სანახაობა აჩვენეს" - ქეცბაია ჟალგირისთან გამარჯვების შემდეგ

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, ჟალგირის ვილნიუსთან 3:0 გამარჯვების შემდეგ, პრესკონფერენციაზე შეფასებები გააკეთა.

"უფლება არ მაქვს, ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი არ ვიყო, ფანტასტიკური პირველი ტაიმი ჩაატარეს, მხოლოდ სათამაშო აგრესია არა, კარგი ფეხბურთი და სანახაობაც აჩვენეს. ერთი დიდი შექება ყველა მათგანს ეკუთვნის. ვულოცავ, ყველაფერი მათი დამსახურებაა.

ასეთ შეხვედრებში მენტალური მზაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ვაჩვენეთ, რომ კარგად თამაში შეგვიძლია. გვყავს ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელები, მოვიდნენ უცხოელი ფეხბურთელები, რომლებმაც ხარისხი და გამოცდილება შეგვმატეს. მოედანზე შევიყვანეთ ბევრი ახალგაზრდა, რომლებიც ორი დღის წინ აკადემიაში ვარჯიშობდნენ და ჩვენი მიზანია, გამოცდილი თანაგუნდელებისგან მაქსიმალურად ბევრი ისწავლონ.

საბედნიეროდ, დიდი ანგარიშით მოვიგეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვილნიუსში ადვილი თამაში გველოდება, თანაც ხელოვნურ საფარზე.

იქამდე კვირას თასის თამაში გვაქვს ლანჩხუთში, გურიას წინააღმდეგ. გვექნება საშუალება, რომ ახალი ბიჭები გამოვცადოთ, ამის მიუხედავად, სრული სერიოზულობით ვემზადებით და გვინდა, სასურველ შედეგს მივაღწიოთ - რატომაც არა, რომ თასის მოგება ვცადოთ.

მადლობა ყველა გულშემატკივარს, ვინც სტადიონზე მოვიდა და მხარს გვიჭერდა, ეს ყველაფერი იგრძნობოდა და ბიჭებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო. იმედია, შემდეგ თამაშზე უფრო მეტი ხალხი მოვა", - განაცხადა ქეცბაიამ.

დინამო თბილისმა ევროტურნირებზე 3-ბურთიანი სხვაობით 2019 წლის შემდეგ პირველად მოიგო - აზერბაიჯანული გაბალა დაამარცხეს (3:0). რაც შეეხება მთლიანად ქართულ კლუბებს, ქეცბაიას დინამომდე, 3-ბურთიანი უპირატესობით გამარჯვება 5 წლის წინ, 2021-ში, დინამო ბათუმმა მოიპოვა - ბატე-სთან (4:1).

თბილისში 3:0 მოგების შემდეგ, დინამოელები საპასუხო თამაშს ერთ კვირაში, 30 ივლისს, ვილნიუსში გამართავენ. წყვილში გამარჯვებული კვიპროსულ პაფოსს ან ხორვატულ ჰაიდუკს შეხვდება.


პირველად 5 წლის შემდეგ - ქართულმა კლუბმა ევროტურნირებზე დიდი ანგარიშით მოიგო


ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

დინამო თბილისი
ქეცბაია
კონფერენს ლიგა
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დილა V აპოლონი - ძირითადი შემადგენლობები ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დილა V აპოლონი - ძირითადი შემადგენლობები ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დინამო თბილისი V ჟალგირის ვილნიუსი - ძირითადი შემადგენლობები ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დინამო თბილისი V ჟალგირის ვილნიუსი - ძირითადი შემადგენლობები ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დიდი სხვაობით მარცხი - დილა აპოლონთან განადგურდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დიდი სხვაობით მარცხი - დილა აპოლონთან განადგურდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: პირველად 5 წლის შემდეგ - ქართულმა კლუბმა ევროტურნირებზე დიდი ანგარიშით მოიგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: პირველად 5 წლის შემდეგ - ქართულმა კლუბმა ევროტურნირებზე დიდი ანგარიშით მოიგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

8 სთ წინ

დილა V აპოლონი - ძირითადი შემადგენლობები ცნობილია

News image

6 სთ წინ

დინამო თბილისი V ჟალგირის ვილნიუსი - ძირითადი შემადგენლობები ცნობილია

News image

4 სთ წინ

დიდი სხვაობით მარცხი - დილა აპოლონთან განადგურდა

News image

4 სთ წინ

VIDEO: პირველად 5 წლის შემდეგ - ქართულმა კლუბმა ევროტურნირებზე დიდი ანგარიშით მოიგო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება